მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განათლების სამინისტრომ ჩინეთთან ხელშეკრულება გააფორმა - რას ითვალისწინებს დოკუმენტი?

ჩინეთი წულაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს უმაღლესი განათლების ფარგლებში მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარების მიმართულებით თანამშრომლობასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრმა ჰუაი ძინფენგმა მოაწერეს.

როგორც განათლების სამინისტროს პრეს-რელიზშია აღნიშნული, დოკუმენტი ითვალისწინებს დიპლომების/სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მიზნით პარტნიორობას.

"ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების განხორციელების და სხვა მნიშვნელოვანი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების შემუშავების კუთხით.

ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ უმაღლესი განათლების გარდა, თანამშრომლობის გაფართოება შეეხება ზოგადი და პროფესიული განათლების მიმართულებებსაც", - წერია განათლების უწყების პრეს-რელიზში.

საქართველოს საჯარო სკოლებში ჩინურის სწავლება დაიწყება - ახალი ხედვა

როგორ იზრდება ჩინეთის გავლენა საქართველოში? - TI-ს მიმოხილვა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები