განათლების სამინისტრომ რეგიონებში სკოლების რეაბილიტაციისთვის 98 მილიონი ლარის ღირებულების რვა ტენდერი გამოაცხადა. პროექტის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024; 2025 და 2026 წლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პროექტი შემდეგი სკოლების რეაბილიტაციას მოიცავს:
პროექტის აღწერა | ბიუჯეტი ლარებში |
სსიპ - ქალაქ ახალციხის N2, სსიპ ქალაქ გორის N4, სსიპ - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის, სსიპ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების და სსიპ - აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა | 17,163,856 |
სსიპ - ქალაქ სამტრედიის N10, სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის და სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საჯარო სკოლების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა | 12,319,917 |
სსიპ ქალაქ თბილისის N157 საჯარო სკოლისა და სსიპ ქალაქ მცხეთის N2 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა | 14,301,127 |
სსიპ დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის; სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N2 საჯარო სკოლის; სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ რიკოთის საჯარო სკოლისა და სსიპ ქალაქ ქუთაისის N7 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა | 13,798,084 |
სსიპ დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა | 3,558,056 |
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის, სსიპ - მეფე ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის N1 და სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა | 10,870,185 |
სსიპ - შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ რუსთავის N2 საჯარო სკოლისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა | 10,649,653 |
სსიპ ქალაქ თბილისის N162 საჯარო სკოლის, სსიპ ქალაქ თბილისის N218 საჯარო სკოლისა და სსიპ - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა | 15,479,373 |
სატენდერო პირობების თანახმად პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე 2021 წლის 1 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე უნდა ჰქონდეს შენობის (არ იგულისხმება გზა, ხიდი, გვირაბი) სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება არანაკლებ 34,327,712 ლარის ღირებულებით, მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 8 581 928 (რვა მილიონ ხუთას ოთხმოცდაერთი ათას ცხრაას ოცდარვა) ლარის ოდენობით, რომელზეც წარმოდგენილი უნდა იქნეს დამკვეთის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი.
ტენდერებში მონაწილეობის მიღების ვადა 18 ნოემბერს სრულდება.