მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების სფერო დამსაქმებლების მოთხოვნებს უნდა მიჰყვეს – „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“

6443bb53b74ab
თინათინ ნატმელაძე
22.04.23 20:35
976
„ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას სტუდენტებთან, რომ ისინი შრომის ბაზარზე იმ უნარებით გავუშვათ, რაც იმ დღეს არის საჭირო“, - განაცადა „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ დირექტორმა ნინო ენუქიძემ BMGDrive-ში საუბრისას.

მისი თქმით, დამსაქმებლების მოთხოვნები მუდმივად იცვლება, სწორედ ამიტომ უნივერსიტეტს 400-მდე ადგილობრივ ბიზნესთან აქვს კომუნიკაცია და მათგან იმ საჭიროებებსა და მოთხოვნის შესახებ იღებენ ინფორმაცას, რაც დღესდღეობით შრომით ბაზარზე არსებობს.

„მთავარი შეცდომა არის ის, რომ აკადემიურ სივრცეებში ძალაინ ხისტ მოცემულობად იღებენ გარკვეულ პროგრამას, ფიქრობენ, რომ წლების შემდეგ გადავხედავთ და ა.შ. ამ დროს კი ზოგიერთი სპეციალობის შემთხვევაში, განსაკუთრებით ტექნოლოგიებსა და მენეჯმენტში, იმდენად სწრაფად იცვლება მოდელები გამორიცხულია ამ მიდგომის გამართლება. თუ დამსაქმებლისგან არ მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ რა საჭიროებები და ცვლილებებია აუცილებელი, წარმოუდგენლად მიმაჩნია რომელიმე ტიპის სახელმწიფო ჩარევამ დარღვეული კავშირი განათლებასა და ბიზნესს შორის აღადგინოს“, - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები