მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენთან სასწავლებლად ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან საკმაოდ ბევრი სტუდენტი ჩამოდის – BTU

6443c46004779
თინათინ ნატმელაძე
22.04.23 18:39
1375
„ბიზნესისა და ტექნოლოგიების“ უნივერსიტეტის დირექტორი ნინო ენუქიძე BMGDrive-ში საუბრისას ამბობს, რომ BTU მუდმივად სიახლეების დანერგვაზე მუშაობს, ამატებს ბევრ ტექნოლოგიურ პროგრამებს და ამით უცხოელ სტუდენტებსაც იზიდავს.

მისივე თქმით, უნივერსიტეტმა ახლახანს ხელოვნური ინტელექტის სადოქტორო პროგრამა დაამატა, რომელზეც საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.

„ეს არის არამხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიაში უპრეცენდენტო პროგრამა. პირველი ნაკადი უკვე მივიღეთ და აქტიურად ვმუშაობთ კიდევ ახალი ტექნოლოგიური პროგრამების დამატებაზეც, რომლებიც იქნება როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად. შესაბამისად უცხოელებსაც შეეძლებათ დარეგისტრირება“, - ამბობს ნინო ენუქიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ უცხოელი სტუდენტების რაოდენობა მზარდია და ბოლო პერიოდში აზიის ქვეყნების მოქალაქეებთან ერთად ევროპელი სტუდენტებიც შემოდიან.

„Webster-ის უნივერსიტეტში, რომელიც BTU-სთან პარტნიორობით გაკეთდა და ჩვენს სივრცეშია, უმეტესად უცხოელი სტუდენტები არიან. BTU-ში უფრო მეტად გაცვლითი პროგრამებით ჩამოდიან, თუმცა ახალი პროგრამები ამ რეალობასაც შეცვლის. აღმოჩნდა, რომ უცხოელ სტუდენტებს ძალიან აინტერესებთ მედია და კომუნიკაცია, საერთაშორისო ურთიერთობები, მენეჯმენტი და ა.შ. მათი რაოდენობის ზრდა კი ცხადია, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას აუმჯობესებს“, - განაცხადა BTU-ის დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები