მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 უნივერსიტეტი, რომლებმაც ხელი უმაღლესი სასწავლებლების ერთობლივ განცხადებას არ მოაწერეს

უნივერსიტეტი

დღეს, 14 მაისს საქართველოს 38-მა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ისინი სწავლის პროცესის შეჩერებას აპროტესტებდნენ. თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხელი განცხადებას საქართველოს 11 უნივერსიტეტმა არ მოაწერა.

უნივერსიტეტები, რომელთაც ხელი უმაღლესი სასწავლებლების ერთობლივ განცხადებას არ მოაწერეს:

  1. თავისუფალი უნივერსიტეტი;
  2. საქართველოს უნივერსიტეტი;
  3. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი;
  4. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  5. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
  6. GIPA;
  7. Webster University Georgia;
  8. აგრარული უნივერსიტეტი;
  9. ალტე უნივერსიტეტი;
  10. უნივერსიტეტი ალტერბრიჯი;
  11. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

ინფორმაციისთვის, საქართველოს 31 უნივერსიტეტის სტუდენტები "რუსული კანონის" წინააღმდეგ 13 მაისიდან გაიფიცნენ და სასწავლო პროცესის გაგრძელებისგან უარი თქვეს. ამ დროისათვის, სტუდენტებთან ერთად, რამდენიმე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც იფიცებიან და მხარს უჭერენ სტუდენტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები