მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"განათლების სისტემაში სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს" - კობახიძე აანონსებს, რომ რეფორმა სათანადო ვადებში დასრულდება

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა სახარბიელო არ არის, რის გამოც ხელისუფლებამ უმაღლესი განათლების რეფორმის სტრატეგია შეიმუშავა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ფაკულტეტების გადანაწილება განხორციელდა.

მისი თქმით, ცვლილებების მიზანი არსებული რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენება და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა.

„უმაღლესი განათლების სისტემაში ზოგადად არ გვაქვს დღეს სახარბიელო მდგომარეობა. სწორედ ამის გამო ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტრატეგია უმაღლესი განათლების რეფორმისთვის.

ამ სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი არის - ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი და ამ პრინციპის შესაბამისად გადადანაწილდა ფაკულტეტები უნივერსიტეტებს შორის.

ოპტიმიზაცია მოგვცემს ჩვენ იმის საშუალებას, რომ არსებული რესურსები, საკმაოდ მწირი რესურსები, მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოვიყენოთ. ეს არის ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ამ პრინციპიდან გამომდინარე განხორციელდა მათ შორის ინსტიტუციური ცვლილებები ჩვენს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. რა თქმა უნდა, სათანადო ვადებში ბოლომდე იქნება მიყვანილი ეს რეფორმა, რაც საბოლოო ჯამში მოგვცემს ჩვენ ჩვენი სტუდენტებისთვის, ქართველი სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების ბევრად უფრო მაღალ ხარისხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები