მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"განათლების წარმავალმა მინისტრმა კუდი მოიქნია" - ირაკლი კობახიძე გერმანიის გადაწყვეტილებაზე

კობახიძე

"ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე გერმანიის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობა გაყინა.

„აწ უკვე წარმავალი განათლების მინისტრია, რომელმაც კუდი მოიქნია, სანამ დატოვებს თანამდებობას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მიუხედავად იმ ფონისა, რაც არის შექმნილი, გერმანიასთან გვექნება მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში.

თქვენ იცით, რამდენს აფუჭებენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ შორის, მოქმედი ელჩი. რეალურად, გერმანიას დღეს ელჩი საქართველოში არ ჰყავს, მათ ჰყავთ წარმომადგენელი რადიკალურ ოპოზიციაში, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს გერმანიის ელჩს. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებულები გერმანიასთან მჭიდრო ურთიერთობების აღდგენით. როგორც კი შეიცვლება მოცემულობა, მათ შორის, საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება განსხვავებული ფორმით, მაშინვე ვფიქრობთ პროგრესი გვექნება ურთიერთობებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გაყინა მათ შორის სტუდენტთა მობილობა, კვლევა და საქართველო ევროკავშირის პროგრამებში. "ამის მიზეზია საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება", - წერს ელჩი.

პიტერ ფიშერის თქმითვე, ამ ეტაპზე გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტრო აგრძელებს თითქმის ერთი მლნ ევროს მოცულობის დაფინანსებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები