მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განახლდება თუ არა Johnson & Johnson-ით ვაქცინაცია აშშ-ში?

6082c24897a84
ნათია თაქთაქიშვილი
23.04.21 20:25
690
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში დღეს იმასთან დაკავშირებით იმსჯელებენ, განახლდება თუ არა Johnson&Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით ვაქცინაცია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

დოქტორ უილიამ შაფნერი, ვანდერბილტის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის წევრი და ინფექციური დაავადებების პროფესორი აცხადებს, რომ სავარაუდოდ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი Johnson & Johnson-ით ვაქცინაციას განაახლებს, თუმცა მოსახლეობა ინფორმირებული იქნება ვაქცინაციით გამოწვეული მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების შესახებ.

გამოცემა წერს, რომ ამ ეტაპზე ასევე დაპაუზებულია Johnson & Johnson-ის ვაქცინის წარმოება ბალტიმორის საწარმოში, სადაც პრეპარატის შემადგენლობასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოკვლევა მიმდინარეობს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა აიკრძალება თუ არა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება, ამას ქვეყნის ვაქცინაციის ტეპზე გავლენა არ ექნება და არც პროცესი გაჩერდება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება აშშ-მა დროებით დააპაუზა, მიზეზი თრომბოემბოლიის ექვსი შემთხვევა გახდა, რის შედეგადაც ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები