მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განახლებადი ენერგიის სექტორმა უკრაინის დასახმარებლად 300 000 ლარზე მეტი გადარიცხა

622b4fc95915d
BM.GE
11.03.22 19:25
621
საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის [GREDA] ინფორმაციით, მათმა წევრმა კომპანიებმა უკრაინელების მხარდასაჭერად, სხვადასხვა საერთაშორისო, უკრაინულ და ქართულ ფონდში 320 ათას ლარამდე თანხა გადარიცხეს.

ჰუმანიტარულ ინიციატივაში ჩაერთვნენ კომპანიები შპს „ფერი“, შპს „ენერგო არაგვი“, კავკასიის განახლებადი ენერგიების ჰოლდინგი (CCEH), სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) და შპს „დეკა“. ამასთან, ასოციაციის რამდენიმე წევრმა უკრაინაში დამატებით ჰუმანიტარული ტვირთიც გაგზავნა.

„საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორი უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. ჩვენ გვჯერა უკრაინის გამარჯვების და რუსეთისგან საბოლოო დამოუკიდებლობის მიღწევის", - აცხადებს GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი.

მისივე თქმით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რაოდენ მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოების საკითხი ნებისმიერი ქვეყნისთვის.

„ვიხილეთ რუსეთის მხრიდან ენერგომატარებლებისა და ენერგოობიექტების პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენების არაერთი აშკარა მცდელობა. მიგვაჩნია, რომ დღევანდელ რეალობაში ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. ჩვენი ქვეყნის განახლებადი ენერგორესურსების მაქსიმალურად ათვისება კი ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია“, - ამბობს აბრამიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები