მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განხილვის პროცესში 30 კრიპტოკომპანიის განცხადება გვაქვს - სებ-ი

სებ

2023 წლის 1-ელი ივლისიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რომლის თანახმადაც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერ კომპანიებს (კრიპტოკომპანიებს) საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირების ვალდებულება აქვთ.

სებ-ის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ინფორმაციით, ამ დრომდე მარეგულირებელ უწყებაში 30 კომპანიის განცხადებაა შესული.

“კრიპტობიზნესი და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციები - ეს არის ჩვენი დღევანდელობა და მოცემულობა და ამიტომ, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, როდესაც კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება და ეროვნულ ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება, რომ გარკვეულწილად არეგულიროს, ანუ რეგისტრაცია განახორციელოს ვირტუალური აქტივების სერვისების პროვაიდერების, კრიპტოკომპანიებისთვის.

ჩვენ 30-მდე განაცხადი გვაქვს განხილვის პროცესში და ლიცენზიაც, სავარაუდოდ, რამდენიმეზე გაიცემა, მაგრამ ეს მიმდინარე პროცესია, დრო გვაქვს. ეს ბიზნესი მოექცევა რეგულაციების ქვეშ და იქნება რეგისტრირებული, როგორც ამას კანონმდებლობა მოითხოვს”, - აცხადებს ნათია თურნავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები