მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განხორციელდება თუ არა სადახლოს და წითელი ხიდის გზების რეაბილიტაცია? - კაკაურიძის პასუხი

კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, რეალისტურია, რომ საშუალოვადიან პერიოდში, სადახლოს და წითელი ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდეს, ისევე როგორც სარფის საბაჟოს მიმდებარე გზის. განცხადება კაკაურიძემ პარლამენტში გააკეთა.

„მომდევნო წელს ახალი პროექტები ვერ დაიწყება, თუმცა რაც შეეხება წითელ ხიდს და სადახლოს, რეალისტურია, რომ მომდევნო წლებში და საშუალოვადიან პერიოდში შესაძლებელი გახდეს მათი რეაბილიტაციის დაწყება. საკმაოდ ძვირი ჯდება ავტობანებზე ახალი გზების მშენებლობა, თუმცა ეს ალბათ ნამდვილად ის მონაკვეთებია, რომელიც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, ისევე, როგორც სარფის მიმართულება, რადგან საბოლოო ჯამში, საბაჟოდან საბაჟომდე ტვირთი უნდა გადაადგილდებოდეს მაგისტრალური გზებით და არა სოფლის გზებით“, - განაცხადა კაკაურიძემ.

საქართველოს მთავრობა რუსთავიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე 32-კილომეტრიანი 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობაზე 202 მილიონი დოლარის (187 მილიონი ევროს) დახარჯვას გეგმავს. ამისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო ტენდერი გზების მშენებლობის ზედამხედველი კომპანიის შესარჩევად გამოაცხადა.

საქართველო სომხეთს ახალი 4-ზოლიანი გზით დაუკავშირდება - მაგისტრალის ღირებულება $115 მილიონია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები