მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"განპირობებული იყო გაზრდილი თვითღირებულებით" - რატომ გაძვირდა საწვავი იანვარში?

საწვავი

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შეფასებით, იანვრის თვეში, საცალო ფასის ზრდა, ძირითად შემთხვევებში, განპირობებული იყო გაზრდილი თვითღირებულებით.

სააგენტოს საწვავის ბაზრის მონიტორინგის 2025 წლის პირველი კვარტალის შედეგების თანახმად, კომპანიების დონეზე, საცალო ფასის ზრდამ, საშუალოდ, 5-10 თეთრი შეადგინა, ხოლო იმპორტირებული/შიდა ბაზარზე შეძენილი საქონლის ღირებულება, ასევე რიგი კომპანიების შემთხვევაში - 3-10 თეთრით გაიზარდა.

"იანვრის თვეში, თვითღირებულების ზრდის ფაქტორი, ყველა კომპანიის შემთხვევაში, რელევანტური არ არის. შესაბამისად, ფასის ზრდა ყველა კომპანიის მიერ, მეტწილად, განპირობებული იყო ფასების პარალელიზმით, რაც განსახილველ ბაზარს ისტორიულად ახასიათებს",- აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, თებერვალ-მარტში ფასებმა იკლო, რაც განპირობებული იყო რიგი კომპანიების შემთხვევაში იმპორტირებული/შიდა ბაზარზე შეძენილი საწვავის ღირებულების შემცირებით.

სააგენტოს აღნიშნავს, რომ ლარის კურსის სტაბილურობის და საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის/პლატსის ფასის შემცირების ტრენდის შენარჩუნების პირობებში, მაისში საცალო ფასები ქვეყანაში უნდა შემცირდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები