უწყების ცნობით, გამოძიებას საფუძვლად დაედო შემოსავლების სამსახურიდან მიღებული შეტყობინება.
"არსებული ინფორმაციით საბაჟო პროცედურების დარღვევით მოხდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საწვავის გადაადგილება, რომლის რეალიზაციაც სავარაუდოდ განხორციელდა საქართველოს მასშტაბით განლაგებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ავტოგასამართი სადგურების მეშვეობით.
საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო
მოქმედებები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე და 210-ე მუხლების მე-2 ნაწილებით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.




























