მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განვიხილავთ კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია საქართველოსთან დაკავშირებით - კაია კალასი

კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ამბობს, რომ გაუარესებული ვითარების ფონზე, ევროკომისია განიხილავს დამატებით რა ზომები შეიძლება იქნეს მიღებული საქართველოსთან მიმართებით.

"ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხს და რა თქმა უნდა, სიტუაცია უფრო და უფრო სერიოზული ხდება. ამიტომ 6 მარტიდან ხორციელდება სავიზო აკრძალვა დიპლომატებისთვის, მაგრამ განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, რადგან საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის“, - განაცხადა კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე.

დღეს, 16 მარტს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ და მოისმენენ ინფორმაციას გერმანიის და საფრანგეთის მხრიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები