მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"განვიხილეთ დრონების ერთად წარმოების პოტენციალი" - რაზე ისაუბრეს ზელენსკიმ და ტრამპმა შეხვედრაზე

ზელენსკი

„უკეთესი ვერ იქნებოდა. კარგი შეხვედრა მქონდა ზელენსკისთან... ის მამაცურ ბრძოლაშია. ეს მძიმე ბრძოლაა", - ასე შეაფასა უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ნატო-ს სამიტის ფარგლებში მასთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ.

დონალდ ტრამპმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს ომის დასრულება - „ვფიქრობ შესანიშნავი დროა მის დასასრულებლად,“ - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ აპირებს რუსეთის პრეზიდენტთან დალაპარაკებას.

დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მხრივ დაწერა, რომ ზელენსკის თქმით, ტრამპთან შეხვედრაზე მათ შორის განიხილეს დრონების ერთად წარმოების პოტენციალი და დასძინა რომ "პუტინი ნამდვილად არ იგებს".

“კარგი შეხვედრა მქონდა ჰააგაში აშშ-ის პრეზიდენტთან. პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენი ხალხის დაცვა განვიხილეთ - უპირველეს ყოვლისა, ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენა, რათა ჩვენი ქალაქები, ჩვენი ხალხი, ეკლესიები და ინფრასტრუქტურა დავიცვათ. უკრაინა მზად არის ეს აღჭურვილობა იყიდოს და მხარი დაუჭიროს იარაღის ამერიკელ მწარმოებლებს. ევროპას დახმარება შეუძლია. ასევე განვიხილეთ დრონების ერთად წარმოების პოტენციალი.

პრეზიდენტს ასევე შევატყობინე, როგორ წარიმართა სტამბოლში ჩვენი ტექნიკური გუნდების შეხვედრები, ისევე როგორც ტყვეებისა და გარდაცვლილების გაცვლები. რუსეთმა საკუთარი ჯარისკაცების ცხედრები გადმოგვცა. კიევში ამჟამად სასამართლო ექსპერტიზები მიმდინარეობს მათი ნათესავების დასადგენად.

ვისაუბრეთ ვითარებაზე ბრძოლის ხაზზე. პუტინი ნამდვილად არ იგებს. პრეზიდენტს ფაქტები წარვუდგინე რეალურად რა ხდება [ჩვენს] მიწაზე”, - წერს ზელენსკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები