მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განვიხილეთ როგორ ვუპასუხოთ, თუკი ამოქმედდება. გადაწყვეტილებას ივნისში მივიღებთ - ბორელი "რუსულ კანონზე"

ჯოზეფ ბორელი
27.05.24 20:45
528

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის განცხადებით, 27 მაისს საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს, როგორ შეიძლება უპასუხონ საქართველოში ე.წ. აგენტების კანონის ამოქმედებას. თარგმანს "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

ბრიუსელში, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ბორელმა აღნიშნა, რომ განხილვის თემა იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში.

"მოსაზრებები გავცვალეთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან" დაკავშირებით, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ზოგიერთი წევრი სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ეს საკითხი არც ისე მნიშვნელოვანია, სხვები ფიქრობენ, რომ ეს კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. იქვე ახსენეს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომლის მიხედვით, ჩვენ მოვუწოდებთ [საქართველოს] ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონი.

ჩვენ დავიწყეთ იმის განხილვა, რა იქნებოდა შესაფერისი პასუხი, თუკი ეს კანონი ამოქმედდება. ამის შესახებ გადაწყვეტილებას ივნისში მივიღებთ. წევრი სახელმწიფოები მზად არიან გადაწყვეტილებისთვის, როდესაც არ სრულდება ჩვენი ღირებულებები, საერთაშორისო სამართალი, არ სრულდება ევროპული გზა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან, მსოფლიოში. ჩვენ ვიმსჯელეთ მომავალ არჩევნებზე. ქართველმა ხალხმა ხმა უნდა მისცენ თავიანთი ქვეყნის ტრაექტორიას. მთავრობის ქმედებებმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს იმ სარგებელზე, რომელსაც სიამოვნებით იღებენ ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად, მაგრამ ახლა გადაწყვეტილება არ მიგვიღია", - განაცხადა ბორელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები