მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განვიხილავთ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ჩართვას - "გაზელ ფაინენს ჯორჯია“ ახალ ფონდის შექმნაზე მუშაობს

6255afc3e1293
ალა ისპირიანი
12.04.22 23:15
271
ახალი საინვესტიციო ფონდისთვის, შესაძლოა დოლართან ერთად, ნაწილობრივ მოზიდული რესურსი ლარშიც გვქონდეს, ამიტომ განვიხილავთ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ჩართვას, - ამის შესახებ Bm.ge-სთან საინვესტიციო ფონდის "გაზელ ფაინენს ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია ჯანელიძემ განაცხადა.

საქმე ისაა, რომ „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაში ჩართვა გასული წლის დეკემბრიდან საინვესტიციო ფონდებსაც შეუძლიათ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სესხს ეროვნულ ვალუტაში აიღებენ. იქიდან გამომდინარე, რომ "გაზელ ფაინენს ჯორჯია“ ამჟამად დაფინანსებას მხოლოდ დოლარში აკეთებს, აღნიშნული პროგრამით ვერ სარგებლობს.

„სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" რესურსი იმ კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც დაფინანსებას ლარში გასცემენ. თუმცა ახალ ფონდში ჩვენ, შესაძლოა, გვქონდეს ლარში მოზიდული რესურსი, ამიტომ განვიხილავთ სააგენტოსთან ჩართვას.  მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს“, - განაცხადა ნათია ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ "გაზელ ფაინენს ჯორჯია" ახალი ფონდის შექმნაზე მუშაობს, სადაც დოლართან ერთად განიხილავენ თანხის ნაწილობრივ ეროვნულ ვალუტაში მოზიდვას.

ცნობისთვის, გასული წლის დეკემბერში, საქართველოს მთავრობის 365-ე დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, საინვესტიციო ფონდებს ბანკების და სალიზინგო კომპანიების მსგავსად პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართვა შეუძლიათ. როგორც სააგენტოში bm.ge-ს განუცხადეს, აღნიშნული ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი, რაც შეიძლება მეტი საინვესტიციო ფონდის შექმნის ხელშეწყობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები