მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გარდაბანი 2" გაიხსნა - "ახალ თბოსადგურს თბილისის მოხმარების 70%-ის დაფარვა შეუძლია"

5e2162702752c
ინგა მურუსიძე
17.01.20 11:19
2156
„გარდაბანი 2“-ის თბოსადგური ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ამ წუთებში თურნავა პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება გარდაბანში, სადაც თბოსადგური გაიხსნა.

თურნავას თქმით, მხოლოდ აღნიშნულ თბოსადგურს შეუძლია თბილისის საშუალო თვიური მოხმარების 70%-ის დაფარვა.

„დღეს ჩვენი ენერგეტიკის სისტემას შეემატება ახალი ობიექტი, „გარდაბანი 2“, კომბინირებული ციკლის ახალი ტექნოლოგიით შესრულებული თბოსადგური, რომელიც არის თითქმის ორჯერ უფრო ეფექტური, ვიდრე ძველი ე.წ. ღია თბოსადგურები. ეს თბოსადგური ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, მოსახლეობისა და ბიზნესის უსაფრთხო, უწყვეტი ენერგომომარაგებით. ენერგეტიკის სფერო არის ჩვენი ეკონომიკური სექტორის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც დღის წესრიგში აყენებს ამ დარგის ძირეული გარდაქმნის აუცილებლობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები