მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გარდაბნის სოფელ საცხენისში მეწყერის გამო დაზიანებულ გზაზე გადაადგილება შეზღუდულია|განცხადება

საცხენისი

გარდაბნის რაიონის სოფელ საცხენისში მეწყერის გამო დაზიანებული გზის მონაკვეთზე გადაადგილება დროებით შეზღუდულია. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, მოძრაობა შესაძლებელია ალტერნატიული გზის გამოყენებით.

მათივე ინფორმაციით, გზის დაზიანების მიზეზების სიღრმისეული შესწავლა მიმდინარეობს. დასკვნის შემდეგ კი სარეაბილიტაციო და პრევენციული ზომები დაიგეგმება.

"მიმდინარე წლის 10 აპრილს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენისში, განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა დაზიანდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ ეტაპზე, დაზიანების გამომწვევი მიზეზების სიღრმისეულად შესასწავლად და გეოლოგიური მდგომარეობის შესაფასებლად, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე დაიგეგმება შესაბამისი სარეაბილიტაციო და პრევენციული ღონისძიებები. პარალელურ რეჟიმში უკვე დაწყებულია საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, რათა აღდგენითი სამუშაოები უმოკლეს ვადებში და დაჩქარებული ტემპით განხორციელდეს.

გზის დაზიანების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო გადაადგილება დროებით შეზღუდულია და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები