მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოს დაცვის სამინისტრო კვლავ ცალკე უწყებად უნდა ჩამოყალიბდეს - ნინო ჩხობაძე

ნინო ჩხობაძე

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო კვლავ ცალკე უწყებად უნდა ჩამოყალიბდეს.

როგორც “საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ BMG-ს განუცხადა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანება შეცდომა იყო და ამ ორი მიმართულების ერთ უწყებაში ყოფნა ინტერესთა კონფლიქტს იწვევს.

ნინო ჩხობაძის განცხადებით, გარემოს დაცვის მიმართულების ცალკე სამინისტროდ გამოყოფა იმ ვალდებულებების ჯეროვნად შესასრულებლადაც მნიშვნელოვანია, რაც საქართველოს კლიმატის ცვლილებების შერბილების კუთხით აქვს აღებული

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანებით ორივე დარგი დავაკნინეთ და სახეზე გარკვეულწილად ინტერესთა კონფლიქტი გვაქვს. სოფლის მეურნეობის სექტორი მომხმარებელია, ის მოიხმარს წყალს, ჰაერს და ყველაზე დიდი ვალდებულებები აქვს კლიმატის ცვლილების შერბილების ნაწილში. გარემოს დაცვის მიმართულება კი პოლიტიკის გამტარებელი და მაკონტროლებელია. როდესაც ეს ორი სფერო ერთ უწყებაშია, რთულია დარგში არსებული სხვადასხვა პრობლემების სრულად დანახვა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს ორი სფერო უნდა განცალკევდეს და გარემოს დაცვის მიმართულება ცალკე სამინისტროდ უნდა ჩამოყალიბდეს. მით უფრო იმ ფონზე, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში კლიმატის ცვლილებების ნაწილში საკმაოდ მნიშვნელოვანი ვალდებულებები აქვს აღებული და მისი შესრულება ცალკე უწყების პირობებში უფრო ეფექტურად მოხდება”, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

ცნობისთვის, 2017 წელს სამთავრობო ოპტიმიზაციის ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა შემცირდა და გარემოს დაცვის მიმართულება სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაერთიანდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები