მე-11 მოწვევის პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის კვლავ მაია ბითაძე უხელმძღვანელებს.
მაია ბითაძე მეორედ გახდა პარლამენტის წევრი. ის X მოწვევის პარლამენტში ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
რაც შეეხება ბიოგრაფიას, მან 1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა: საერთაშორისო სამართალი. ხოლო 2007 წელს - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობა: სამართლის დოქტორი.
პარლამენტის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, მისი სამუშაო გამოცდილება ასეთია:
- 2017 - 2020 წლები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მერის მოადგილე
- 2015 - 2021 წლები - გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია, ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრისა და ბიუროს თავმჯდომარე
- 2014 - 2017 წლები - ბირთვული უსაფრთხოების სამიტი, შერპა საქართველოდან
- 2014 - 2017 წლები - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე
- 2012 - 2015 წლები - საქართველოს უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა, ასოცირებული პროფესორი
- 2012 წლიდან - დღემდე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი
- 2011 - 2014 წლები - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
- 2011 - 2012 წლები - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა, მოწვეული პედაგოგი
- 2009 - 2009 წლები - საქართველოს ეკოლოგიური უსაფრთხოების კონცეფციის შემმუშავებელი კომისია, კომისიის წევრი
- 2007 - 2018 წლები - კავკასიის სამართლის სკოლა, ასოცირებული პროფესორი
- 2006 - 2011 წლები - ეუთოს (ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) პროექტი საქართველოში - „ორჰუსის ცენტრი“, კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში
- 2005 - 2012 წლები - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ასისტენტ-პროფესორი
- 2004 - 2005 წლები - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი
- 2004 - 2005 წლები - „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების (POPs) შესახებ სტოკჰოლმის კონვენციის შესრულების ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადება“ (UNDP), იურისტ-ექსპერტი
- 2004 - 2005 წლები - „საქართველოს თევზის მეურნეობისა სექტორის განვითარების პროექტი“ (UNDP/FAO), იურისტ-ექსპერტი
- 2003 - 2004 წლები - „ბიოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის განვითარების პროექტი“ (UNDP/GEF), იურისტ-ექსპერტი
- 2001 - 2003 წლები - „საქართველოს დაცული ტერიტორიების პროექტი“(World Bank), იურისტ-ექსპერტი
- 1998 - 2001 წლები - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული სამმართველოს სპეციალისტი