მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გარემოს ეროვნული სააგენტოს შენობის რემონტზე 613 000 ლარის დახარჯვა იგეგმება

62dd06c153b97
ლიკა გურაბანიძე
24.07.22 16:50
615
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის ( ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) VII და 0 სართულზე (სარდაფი) სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი აუქციონის გარეშე ელექტრონულად გამოცხადდა. შემსყიდველი გარემოს ეროვნული სააგენტოა.

ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზეა განთავსებული.

შესყიდვის გამოცხადების თარიღი მიმდინარე წლის 8 ივლისია. სარემონტო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 613 000 ლარია.

ტენდერზე წინადადებების მიღება 24 ივლისს დაიწყო და 29 ივლისს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები