მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმი-სარფის ავტობანის გზშ დაახარვეზა - მიზეზები

ბათუმი-სარფი

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 18 ოქტომბერს ბათუმი-სარფის ახალი ავტობანის პროექტთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მომზადებული გზშ-ს დოკუმენტი დაახარვეზა და განხილვა 2 თვით შეაჩერა.

დოკუმენტის მიხედვით, დახარვეზების მიზეზებია:

  • გზშ-ის ანგარიშის თანახმად, საპროექტო გზის დიდი ნაწილი გვირაბშია მოქცეული, თუმცა ანგარიშში არ არის განხილული კლდოვანი ქანებით აგებული მთის მასივის ნაპრალოვნებაზე და დაძაბულობაზე, აგრეთვე აფეთქებითი სამუშაოების გავლენით მასივის და გზისპირა ფერდობების მდგრადობაზე მოსალოდნელი ზემოქმედების საკითხი, რაც საჭიროებს დაზუსტებას;
  • გზშ-ის ანგარიშში მოცემულია რამდენია ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია:
  • გზშ-ის ანგარიშის თანახმად, გვირაბის პროექტირებისას ჩატარებული გაანგარიშებით წყლის
    სავარაუდო შემოდინებამ შესაძლებელია შეადგინოს 1.76 მ3/წმ, რაც გეოლოგიურ და ტექნოგენურ
    გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების მასშტაბის მაჩვენებელია. შესაბამისად, საჭიროა ამ
    მიზნით კონკრეტული შემარბილებელი ღონისძიებების შემუშავება და წარმოდგენა;
  • არ არის განხილული და დაზუსტებას საჭიროებს გზის გადამკვეთი მცირე ნაკადების მაქსიმალური
    ხარჯის სიდიდეები;
  • დოკუმენტაციის თანახმად, სანაპირო ზოლში, მათ შორის ჭოროხის შესართავში ძლიერი შტორმის
    დროს დამახასიათებელია სხვადასხვა სიმაღლის ტალღები (75%-იანი უზრუნველყოფის ტალღის
    სიმაღლეა 4,70 მ). წარმოდგენილი უნდა იყოს საორიენტაციო სცენარი აღნიშნული ტალღ(ებ)ის
    სიდიდე რა მანძილზე გადაადგილდება საპროექტო კვეთამდე და როგორი იქნება კვეთში წყლის
    დონე, ტალღის ამ სიდიდესა და მდინარეზე მაქსიმალური ხარჯების დამთხვევების დროს;
  • დოკუმენტში არ არის დაზუსტებული, რა რაოდენობის ხეები მოიჭრება;
  • ამასთან, ანგარიშში მითითებულია, რომ გვირაბის ჩრდილოეთ პორტალის მიმდებარე ტერიტორია დამეწყრილია, ხოლო სამხრეთი პორტალიდან სარფის მიმართულებით ციცაბო
    კლდოვან ფერდობზე განვითარებულია ქვათაცვენის პროცესი. გარდა ამისა, გვირაბის გაყვანისას აფეთქებითი და სხვა სახის სამუშაოების განხორციელებისას მოსალოდნელია ზემოქმედება კლდოვანი ქანებით აგებულ მთის მასივების მდგრადობაზე, ასევე ქანების გამოფიტვის ქერქში მოსალოდნელია გრავიტაციული და ეროზიული პროცესების განვითარება, რისთვისაც წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი პრევენციის/შემარბილებელი ღონისძიებები;
  • გზშ-ის ანგარიშის თანახმად, გვირაბის პროექტირებისას ჩატარებული გაანგარიშებით წყლის სავარაუდო შემოდინებამ შესაძლებელია შეადგინოს 1.76 მ³/წმ, რაც გეოლოგიურ და ტექნოგენურ გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების მასშტაბის მაჩვენებელია. შესაბამისად, საჭიროა ამ მიზნით კონკრეტული შემარბილებელი ღონისძიებების შემუშავება და წარმოდგენა;
  • მონიტორინგის გეგმაში აღნიშნულია, რომ „გრუნტის წყლის დებიტის მონიტორინგი განხორციელდება სამუშაოს დაწყებამდე, ასევე გვირაბის კონკრეტულ უბანზე მუშაობისას თვეში ერთხელ. დებიტის კონტროლი 1 წლის განმავლობაში [დეფექტების გამოსწორების პერიოდში].“
  • დაზუსტებას საჭიროებს ექსპლუატაციის ეტაპზე გრუნტის წყლის დებიტის მონიტორინგისა და ალტერნატიული წყაროდან პოტენციური მომხმარებლებისთვის წყლის მიწოდების საკითხი. შესაბამისად, წარმოდგენილი უნდა იქნას განახლებული მონიტორინგის გეგმა, სადაც ასახული იქნება გრუნტის წყლების დებიტის მონიტორინგი როგორც მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე, ხოლო ცვლილების შემთხვევაში ალტერნატიული წყაროდან პოტენციური მომხმარებლებისთვის წყლის მიწოდების საკითხის შესახებ ინფორმაცია.“

ამ და სხვა არსებითი შენიშვნების გასათვალისწინებლად (ასევე 4 ტექნიკური) გზების დეპარტამენტს 2 თვე აქვს.

პროექტის მიხედვით, საერთაშორისო გზის ბათუმი-სარფის [თურქეთის საზღვარი] მონაკვეთი დაიწყება მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე, ბათუმის შემოვლითი გზის კვანძიდან და დამთავრდება სარფში. ახალი გზის სიგრძე 11.4 კილომეტრი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები