მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოსდაცვით კონფერენციაზე საამიროების მთავრობა ნავთობის ლობირებას აპირებს - BBC

cop28

BBC-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები მასპინძლობს, ქვეყნის მთავრობა აქტიურ ლობირებას გაუწევს ნავთობის და გაზის მოპოვების საკითხს.

გარდა ამისა, საამიროების მთავრობასა და სხვა ქვეყნების ლიდერებს შორის გაიმართება პირდაპირი შეხვედრები, სადაც უშუალოდ იქნება განხილული ნავთობისა და გაზის მიწოდების საკითხები.

30 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე დაგეგმილი კონფერენცია წლის მთავარი მოვლენა უნდა იყოს გარემოს დაცვის კუთხით, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ პერიოდში მასპინძელი სახელმწიფოს მთავრობას რადიკალურად განსხვავებული გეგმები აქვს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები