მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილი ისლანდიაში შეხვედრებს მართავს

6464c890beb4b
BM.GE
17.05.23 16:25
521
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ხრისტოდულიდესის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

ირაკლი ღარიბაშვილი კვიპროსის პრეზიდენტს რეიკიავიკში შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დინამკაზე იმსჯელეს.

აღინიშნა ქვეყნების ნაყოფიერი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ევროპის საბჭოს ფარგლებში.

გამოითქვა არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა.

საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავების საკითხები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

ირაკლი ღარიბაშვილმა მარკ რუტე საქართველოში მოიწვია. საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და ამ პროცესში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერას.

მთავრობის მეთაურმა მარკ რუტეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის უფრო მეტად განვითარების პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობას. აღინიშნა, რომ პოლიტიკური მიმართულებით ქვეყნებს შორის ურთიერთობა დინამიკურად ვითარდება.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელეს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები