მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა ვართ მთელ მსოფლიოში - ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში
BM. GE
03.08.23 16:46
105

“დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა ვართ მთელ მსოფლიოში”,- ეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმითვე, ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი, როცა ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები, არ ყოფილა ომი და რაიმე სერიოზული კონფლიქტი.

“დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა ვართ მთელ მსოფლიოში. ჩვენ ასევე ვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს როგორც სამეზობლოში, ისე ყველა წამყვან დიდ ეკონომიკებთან. აუცილებელია ჩვენი ინტერესების გატარება. თითოეული ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებას ემსახურება. ასევე ჩვენი ქვეყნის რეგიონული და საერთაშორისო როლი და მნიშვნელობა დღითი დღე იზრდება. ამას სჭირდება წახალისება, შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერება. მე მჯერა ჩვენი სწორი, პრაგმატული, შედეგზე გათვლილი პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა მოახერხებს მშვიდობიან დეოკუპაციას და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას, გამთლიანებას”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები