მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილეს შეხვდა - საუბრის თემები

დანიგანი
BM. GE
26.10.23 18:18
11

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების დარგში - ერინ მაკკის შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის - სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით; განიხილეს ის სფეროები, სადაც შესაძლებელია საქართველოსა და აშშ-ის ერთობლივი პარტნიორობის გაძლიერება.

ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობათა მნიშვნელობას და მისი გაღრმავების აუცილებლობას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა გააკეთებს ყველაფერს, რათა მიაღწიოს თავის მიზანს - გახდეს ევროკავშირის წევრი.

შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში − რობინ დანიგანი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში − ერინ ელიზაბეტ მაქიი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი საქართველოში − ჯონ პენელი, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ/ეკონომიკურ საკითხთა სექციის ხელმძღვანელის მოადგილე − აარონ რუპერტი, ხოლო საქართველოს მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი − ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები