მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID-ი ელექტროსადგურების პროექტების შესარჩევად კონკურსს აცხადებს

ენერგოუსაფრთხოება

USAID-ი ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, განახლებადი მცირე ზომის ელექტროსადგურების პროექტებს დააფინანსებს.

პროექტების შესარჩევად კონკურსი უკვე გამოცხადდა. შეირჩევა ის პროექტები, რომელშიც USAID-ი 50%-იან თანადაფინანსებაში, არაუმეტეს 100 000 დოლარის ოდენობით შედის. საქართველოში USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულების ხელმძღვანელის განცხადებით, პროექტის მთავარი ბენეფიციარები ის კომპანიებია, რომლებსაც მთავრობასთან ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ან მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს.

"მთავარი მიზანი არის, რომ ამ პროექტების დეველოპერებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან მყარი, მჭიდრო ურთიერთობა დაამყარონ და ადგილობრივმა მოსახლეობამ სარგებელი მიიღოს. პროექტის მიმდინარე არეალში დასახლებული პუნქტების მცხოვრებლების სასარგებლოდ განვითარდება ესა თუ ის მცირე ზომის სადგური. ეს შეიძლება იყოს: ქარი, მზე, ჰიდროელექტროსადგური ან სხვადასხვა ენერგოეფექტური, ან ენერგიის მართვის სისტემების დანერგვა", - განაცხადა თათა მურცხვალაძემ.

როგორც თათა მურცხალაძემ "საქმის კურსის" ეთერში აღნიშნა, ამ ეტაპზე ერთი ენერგეტიკული პროექტი დაფინანსდება, თუმცა რაოდენობის ზრდა გამორიცხული არ არის.

"თუ პროექტი წარმატებული იქნება და გაამართლებს, ვფიქრობთ, კიდევ 1-2 ენერგეტიკულ პროექტს დავამატებთ. რაც შეეხება თანადაფინანსებას. ჩვენი თანადაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი ინვესტიციის 50%-ს, 100 ათასი დოლარის ექვივალენტს ლარში, თუმცა ბიზნესს არ ვზღუდავთ. რაც შეეხება კრიტერიუმებს.შემოტანილი კონცეფცია უნდა მოიცავდეს განახლებადი ენერგიის განვითარებას ან ენერგიის მართვის სისტემების დაგეგმვას ან ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებას", - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები