მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ბევრ ფერმერს მოსავლის აღების პრობლემა ჰქონდა - USAID მიზეზებზე

ნში

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ 200-მდე ნუშის და კაკლის მწარმოებელი ფერმერი გამოკითხა. გამოკითხვის შედეგებით, კომერციული ბაღებიდან ფერმერებმა 2,500 ტონა კაკლის (ჩანდლერი) მოსავალი მიიღეს, ნუშის მოსავალმა კი 2,000 ტონა შეადგინა. კაკლის გამოსავლიანობა (ნიგოზი) 48% იყო, ხოლო ნუშის გამოსავლიანობა 30%.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის წარმომადგენელი ლევან ქვარიანი BMGtv-ის გადაცემაში "საქმიანი დილა" სექტორში არსებულ გამოწვევებზე და სექტორების განვითარებაში ორგანიზაციის როლზე საუბრობს.

"კვლევის ფარგლებში, როცა მოსავლიანობა გავაანალიზეთ, გამოიკვეთა, რომ 2015-2016 წლებში გაშენებული ბაღების მოსავლიანობა მეტია, ვიდრე 2017-2019 წლებში. არადა, ცხადია, პირიქით უნდა იყოს. როცა კულტურა სრულ მსხმოიარობას აღწევს, მოსავალიც უნდა გაიზარდოს. მიზეზია, რომ თავიდან ბევრი პრობლემები იყო, რომელიც აგრონომიულ საკითხებს უკავშირდება. თუმცა, ახლა საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რადგან ბოლო წლებში გაშენებული ბაღები დაფუძნებულია დაშვებული შეცდომების გაანალიზებასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე.

რაც შეეხება USAID-ის როლს, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ საწყისი ეტაპიდან ვართ ჩართული ამ მიმართულებით და ვახორციელებთ მხარდაჭერას სხვადასხვა სახით. ეს გამოხატულია, როგორც პირველად წარმოებაში, ასევე გადამმუშავებელ ინდუსტრიასა და საბოლოოდ საექსპორტო ბაზრების მოძიების მიმართულებაში.

ბოლო წელიწადნახევარია ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ასოციაციასთან ერთად საექსპორტო ბაზრების იდენტიფიცირების კუთხით. ამ მიმართულებითაც 2023 საკმაოდ წარმატებული იყო. გამოვავლინეთ დაინტერესებული შემსყიდველები, როგორც ევროპაში, ასევე გალფის ქვეყნებში. რაც გაგრძელდა კომუნიკაციით, ვიზიტებით, სატესტო ნიმუშების გაგზავნით. ეს ყველაფერი კი, დარწმუნებული ვარ, რომ უკვე 2024 წლიდან შედეგებზეც აისახება", - განაცხადა ქვარიანმა.

მისივე თქმით, სექტორი უკვე იმ ეტაპზეა, როცა პირველადი წარმოებიდან USAID-ის მხარდაჭერის პროგრამები გადამმუშავებელი ინდუსტრიის განვითარებისკენ უნდა მიემართოს.

"მთავარი მიზეზი, რაც დარგს განვითარებაში უშლის ხელს, ცოდნის და გამოცდილების ნაკლებობაა. ბაღები რაც გაშენდა იყო ინერციით გაშენებული, რასაც აკლდა ბიზნესგათვლა და აგროინჟინერიის ცოდნა. ამ მიმართულებით, სასწავლო ვიზიტებით, ტრენინგებით, საერთაშორისო გამოცდილების აქტიური გაზიარებით USAID-მა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. რაც შეეხება მომავალ წლებს, აუცილებლად ვიმუშავებთ, უკვე შემდეგი ეტაპის ღირებულებათა ჯაჭვისთვის. ეს არის მოსავლის აღების ტექნოლოგია, რომელიც სამწუხაროდ პრობლემაა. ბევრ ფერმერს, 2023 წელს მოსავლის აღების პრობლემა ჰქონდა, რადგან არ აქვთ შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და ტექნოლოგიები. ასევე მნიშვნელოვანია გადასამუშავებელი ინდუსტრია და ვფიქრობ USAID-ი ახლა პირველადი წარმოებიდან ამ ეტაპზე უნდა გადაერთოს", - განაცხადა ქვარიანმა "საქმიან დილაში".

როგორი იყო კაკლის მოსავალი და რა გამოწვევებია სექტორში - კვლევის შედეგები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები