მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღარიბაშვილი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე - ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება

60aa55de9ec67
BM.GE
23.05.21 17:14
547
ქვეყანაში 2012 წლიდან მოყოლებული არის სრული თავისუფლება და დემოკრატია, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, აქციების მეშვეობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება.

“ქვეყანაში 2012 წლიდან მოყოლებული არის სრული თავისუფლება და დემოკრატია. რეალური, ჭეშმარიტი დემოკრატია. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, აქციების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არის აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია დღეს 14:00 საათზე დაიწყო. თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ასობით ადამიანია შეკრებილი. აქციის მონაწილეებს შორის არიან თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ვატო შაქარაშვილი, მოძრაობა „ქართული მარშის“ წევრი გია კორკოტაშვილი, პოლიტიკური მოძრაობა „ერის“ დამფუძნებელი ლევან ვასაძე, საზოგადოება „ზნეობის“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი და მხატვარი შოთა გლურჯიძე. აქციაზე, ასევე, არიან სასულიერო პირები, მათ შორის მამა იოთამი, (ირაკლი ბასილაია).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები