მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილი Rothschild & Co-ს დირექტორს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

64105f3926d4e
BM.GE
14.03.23 15:43
368
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Rothschild & Co-ის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა. მთავრობამ Rothschild & Co-სთან 2021 წელს 4-მილიონი ლარის კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც “საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გადაქცევის რეფორმა” უნდა მომზადდეს.

მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული იფნორმაციით,  გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს რეგიონალურ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა. შეხვედრაზე განიხილეს, რა პრიორიტეტები და მიზნები უნდა მოიცვას სამოქმედო გეგმამ და, ზოგადად, როგორი შეიძლება იყოს სტრატეგიის იმპლემენტაციის პროცესი. აქვე ხაზი გაესვა ახალი უცხოელი ინვესტორებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას.

შეხვედრას კომპანია Rothschild & Co-ის მრჩეველი პიერ ადელინი, კომპანია Kaiser Partner-ის აღმასრულებელი მმართველი სტეფან ლინიგერი, კომპანია Rothschild & Co-ის მრჩეველი ელა ტრედი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დისტანციურად ესწრებოდა აგრეთვე კომპანია Kaiser Partner-ის სტრატეგიული მიმართულების ხელმძღვანელი ტილა ქავენგი.

რა რეფორმა უნდა მომზადდეს?

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 17 იანვარს განაცხადა, რომ ისინი ახალი ტიპის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას გეგმავენ. თუკი ამჟამად თიზ-ები წარმოებასა და ლოგისტიკაზეა ორიენტირებული, ახალი ტიპის თიზ-ი ფინანსურ საქმიანობაზე იქნება კონცენტრირებული. “სპეციალური ფინანსური ზონა” - ეს იქნება ამ ახალი თიზ-ის სახელი.

მთავრობის განცხადებით, ამ ზონებისთვის ორი ლოკაცია უკვე შეარჩიეს. კერძოდ, “სპეც. ფინანსური ზონა” 110 ჰექტარზე თბილისსა და გონიოში განთავსდება.

ანუ Rothschild & Co მუშაობს რეფორმის პროექტზე, რომელიც თემქის მიდამოების და გონიოს საერთაშორისო ფინანსურ ცენტრად განვითარებას გულისხმობს და ამაში საქართველოს მთავრობა 4 მილიონ ლარს იხდის.

bm.ge-მ მიმართა მთავრობის ადმინისტრაციას, თუ რა ვადაში უნდა დასრულდეს პროექტი და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები