მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილის განცხადებები გაჯერებული იყო მხოლოდ ეროვნული ინტერესებით - კალაძე

64773ed103e48
ინგა მურუსიძე
31.05.23 16:31
454
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებთან დაკავშირებით, არ განსხვავდებოდა დასავლელი პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებებისგან.

„ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, სადაც წარმოდგენილი იყო ჩვენი ქვეყანა და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მისი ყველა განცხადება და კითხვებზე პასუხები გაჯერებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესებით, ამ ქვეყნისა და მათი მოქალაქეების ინტერესებით.

ძალიან მნიშვნელოვანია და მისასალმებელია მის მიერ წარმოთქმული ყველა წინადადება და ყველა სიტყვა საქართველოსთან მიმართებაში. ის აჟიოტაჟი და მიზანმიმართული სპეკულაციები, რაც გუშინ ვნახეთ, არის სამარცხვინო, რადგან ირაკლი ღარიბაშვილს არ უთქვამს ისეთი რამ, რაზეც არ საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ყოველთვის კეთდებოდა განცხადებები და ყოველთვის ისმებოდა აქცენტები ამ გარემოებებთან დაკავშირებით, შესაბამისად, აქ სიახლე არაფერი იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი NATO-ში გაწევრიანების სურვილი იყო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები