მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილს არ ეშინია, გადაწყვეტილებებს იღებს სწრაფად და ეს მისი პლუსია – ესტონელი ბიზნესმენი

61a34096b6507
BM.GE
28.11.21 13:10
893
ღარიბაშვილს არ ეშინია, გადაწყვეტილებებს იღებს სწრაფად და ეს მისი პლუსია – ამის შესახებ ესტონელმა ბიზნესმენმა ოლეგ ოსინოვსკიმ Forbes Talks–თან  ინტერვიუში განაცხადა.

ოსინოვსკი ამბობს, რომ შესაძლოა, საქართველოს პრემიერმინისტრის მიმართ დამოკიდებულებები სხვადასხვაგვარია, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და იღებს კიდეც გადაწყვეტილებებს.

“მე ვიტყოდი, რომ ეს მისი ცალსახა პლუსია, რაზეც კამათი არ შეიძლება. მას შეუძლია გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, არ ეშინია და გადაწყვეტილებებს იღებს სწრაფად. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მისი ეს თვისება მახსოვს და ვაფასებ ჯერ კიდევ წინა პრემიერობიდან. დღესაც ვთვლი, რომ ეს ძალიან ღირებულია და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანიც...თუ ის შეძლებს, ისეთი გუნდის შემოკრებას, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების არ შეეშინდება, თუნდაც მცდარი გადაწყვეტილებები იყოს...ბიზნესურად მნიშვნელოვანია, რომ CEO იღებდეს გადაწყვეტილებებს, თუნდაც ცდებოდეს შემთხვევების 49%-ში, მაგრამ შემთხვევების 51%-ში სწორ გადაწყვეტილებებს იღებდეს, მაშინ წარმატებულია კომპანია, მაგრამ თუ გადაწყვეტილებებს საერთოდ არ იღებ, ეს ბიზნესისთვის ყველაზე საშიშია”,– ამბობს ოსინოვსკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები