გასაოცარი დემოკრატიის ფარგლებში კანონი ორ წუთში მიიღეს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის ნაწილი შესვლას და განცხადების გაკეთებას აპირებდა, თუმცა სხდომას ვერ მიუსწრო.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, ის სხდომაზე ადრე მივიდა, თუმცა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტი იმდენად სწრაფად დაასრულა, რომ ფიზიკურად ვერ მიუსწრო.
„ჩვენს გუნდს დაგეგმილი გვქონდა, რაც შეიძლება ადრე შემოვსულიყავით, რომ სხდომაზე შევსულიყავით. ასეც მოვიქეცი, ცენტრალურ შემოსასვლელთან მოვედი. იქ ასეულობით სამართალდამცველი იდგა. რთულად, თუმცა შემოვედი. ვიდრე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის კარამდე მივედი, კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანონპროექტი მიღებულია. ოხანაშვილი სასაცილო ადამიანია. სხვას ვერაფერს ვიტყვი. ქალი დეპუტატები აქ არიან, ჩვენი გუნდი სრულად აქ არის. კომიტეტი სულ რაღაც ორ წუთში დასრულდა“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.