მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასართობ და სპორტულ არხებს უცხოური დაფინანსების მიღების უფლება ექნებათ - პარლამენტმა კანონი მიიღო

ტელევიზიები

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებას. ცვლილებების შემდეგ გასართობ და სპორტულ არხებს არხებს უცხოური დაფინანსების მიღების უფლება ექნებათ.

კერძოდ, კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შეზღუდვა მოეხსნებათ სპეციალიზებულ მაუწყებლებს (ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა), რომლებიც სპორტული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო და გასართობი თემატიკით მაუწყებლობენ.

ამას გარდა, მაუწყებლებს "უკანონოდ მიღებული" დაფინანსების ბიუჯეტში გადარიცხვა მოუწევთ. კანონით განისაზღვრება, რომ მაუწყებლის მიერ აკრძალული დაფინანსების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილი იქნება, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად, მაუწყებელს მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა დაავალდებულოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები