მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასტრო-ტურიზმის ასოციაცია: ტურისტი რომ ჩამოდის და მიდის რეგიონში, იქ არასათანადო პირობებია

5dfa2c0bb0b73
ვიქტორია მღებრიშვილი
18.12.19 17:25
2519
საქართველოში ახლად დაფუძნებული გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე თამარ სიხარულიძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, რომ გასტრონომიული სექტორი, განსაკუთრებით კი, რეგიონებში დიდი გამოწვევების წინაშე დგას.

როგორც თამარ სიხარულიძე ამბობს, აუცილებელია, რეგიონებში ამ მიმართულებით ინფორმაციულობის გაზრდა.

„ჩემი აზრით, ძალიან ბევრი ნიუანსია; რეგიონებში ძალიან სჭირდებათ ხელშეწყობა თვითონ ამ ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს, თუნდაც ტრენინგების მიმართულებით, თუნდაც იმისთვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდნენ. ჩვენ  (გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია) ხვალ, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება გვაქვს დაგეგმილი, რადგან ვფიქრობთ, რომ სურსათის უვნებლობის მიმართულებითაც გვაქვს პრობლემები. მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ამ ხალხმა სწორი ინფორმაციები მიიღოს და ამის შესაბამისი კონტროლიც იყოს. მოგეხსენებათ, ტურისტი რომ ჩამოდის და მიდის რეგიონში, იქ არ არის სათანადო პირობები... ეს მარტო კონკრეტული რესტორნის პრობლემა არ არის. თუ ჩვენ არ შევუწყვეთ ხელი ამ დიდი სეგმენტის განვითარებას, მარტო ის არ არის, რომ გვაქვს კარგი ხინკალი და ამით გაგვიცნობს მსოფლიო, ჩვენ გვაქვს გეგმაში, რომ მომავალ წელს როდესაც უკვე დაიგეგმება კულინარიული კონკურსები, გამოფენები, მაქსიმალურად მოვამზადოთ ქართული სამზარეულო და მაღალ დონეზე წარმოვადგინოთ“, - უთხრა BM.GE-ის გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის პრეზენტაცია 20 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება, სადაც ასოციაციის დამფუძნებლები წარადგენენ კონცეფციას და ისაუბრებენ მიზნებსა და გეგმებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები