მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ კვირაში ლარი გაუფასურდა - 9 - 13 დეკემბრის სავალუტო მიმოხილვა

ევრო დოლარი

გასული სამუშაო კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან წინა პარასკევს მიღებულ კურსთან შედარებით გაუფასურდა 6.95 თეთრით, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.8448 ლარი გახდა. ამასთან ლარი 4.77 თეთრით გაუფასურდა ლარი ევროსთან, რამაც 2.9842 ლარი შეადგინა.

ლარის გაუფასურების უმთავრესი და წამყვანი მიზეზი 28 ნოემბერს, ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დამტკიცებული პრემიერ-მინისტრის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 4 წლით შეჩერება გახდა.

რაც შეეხება ქვეყნის ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, იქამდე სანამ დეკემბერი არ დასრულდება მიმდინარე თვის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არ გამოქვეყნდება, ხოლო რაც შეეხება გასული თვის შედეგებს, ცნობილია რომ ნოემბერში საქართველოს ექსპორტი წლიურად 13%-ით გაიზარდა და მან 543 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 10.5%-ით 1.43 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ნოემბერში მისი მოცულობის შესახებ სტატისტიკა ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არაა და ის მომდევნო სამუშაო კვირაში გახდება ცნობილი.

როგორ შეიცვალა ლარის გაცვლითი კურსი გასულ კვირაში:

ვალუტა ლარი ცვლილება გასულ კვირაში (თეთრებში)
აშშ დოლარი 2.8448 -6.95
ევრო 2.9842 -4.77
დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.5961 -5.43
თურქული ლირა 0.0814 -0.16
100 რუსული რუბლი 2.7304 -22.08
აზერბაიჯანული მანათი 1.673 -4.09
1000 სომხური დრამი 7.2341 -32.18
100 იაპონური იენი 1.8543 -1.21
10 ჩინური იუანი 3.9102 -9.03
10 უკრაინული გრივნა 0.6836 -0.014

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები