მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ კვირაში ლარი გაუფასურდა - როგორ შეიცვალა გაცვლითი კურსი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან

ფული, დოლარი, ევრო ვალუტა

ლარის გაცვლითი კურსი 12-26 ივლისის განმავლობაში გაუფასურდა. კვირის განმავლობაში აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურება 0.9 თეთრი, ევროსთან კი 0.2 თეთრი იყო. არსებული საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსზე რამდენიმე ძირითადი მაკროეკონომიკური ფაქტორი მოქმედებს:

უკანასკნელი მონაცემებით, რაც ივნისის ექსპორტს ასახავს, საქართველოდან ექსპორტი 583 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 5.9%-ით მეტია. ამასთან, ივნისში შემცირდა იმპორტი და ის 1.21 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.5%-ით, ანუ 128 მილიონი დოლარით ნაკლებია. შესაბამისად, საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ლარზე დადებითი ტენდენცია ნარჩუნდება.

ასევე გაზრდილია საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობაც, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს სულ 3 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.6%-ით მეტია.

თუმცა, საპირისპირო ტენდენცია აქვს ფულად გზავნილებს, რომელიც ივნისში წლიურად 21%-ით, 281 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც საქართველოში მიგრაციული ეფექტების შემცირებას უკავშირდება.

ნარჩუნდება გაზრდილი პოლიტიკური გაურკვევლობა ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან გადახვევის, ასევე აშშ-ის მიერ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის კუთხით, რაც საქართველოს ეკონომიკის სამომავლო მოლოდინებზე ნეგატიურად მოქმედებს.

ვალუტა გაცვლითი კურსი 26 ივლისს ცვლილება გასულ კვირაში (ლარებში)
1 დოლარი 2.6996 -0.0091
1 ევრო 2.9382 -0.0024
1 ფუნტი 3.4871 0.0007
1 ლირა 0.0816 -0.0004
100 რუსული რუბლი 3.0723 -0.0911
1000 სომხური დრამი 6.9644 0.0101
1 აზერბაიჯანული მანათი 1.5868 -0.0059
10 უკრაინული გრივნა 0.6509 -0.0084
10 ჩინური იუანი 3.7138 -0.0216
100 იაპონური იენი 1.7146 -0.0393

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები