მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასულ სასწავლო წელს უნივერსიტეტებში სრუდენტთა რაოდენობა 160 000-მდე გაიზარდა - საქსტატი

621f2730901e1
მარიამ ვარადაშვილი
03.03.22 01:50
684

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 61% თბილისში მდებარეობს. 

2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ქვეყანაში ჯამში 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო, ხოლო 45 კერძო. 2020-2021 სასწავლო წელთან შედარებით მათი რიცხვი იგივე დარჩა. 

2021/2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებულია 45.4 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 28.1 ათასი, ხოლო კერძოში - 17.3 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.3 ათასით შემცირდა. შემცირება ძირითადად სახელმწიფო უნივერსიტეტებზე მოდის.

სტუდენტთა რაოდენობა თითქმის 160 ათასია, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 1.6%მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 63.6%, ხოლო კერძოში - 36.4%. სტუდენტებიდან 51.5% ქალია, ხოლო 48.5% - კაცი.

2021 წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 25.9 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 10% მეტია. კურსდამთავრებულებიდან 57.9% ქალი, ხოლო 42%- კაცია. 

2021/2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საზღვარგარეთ სასწავლებლად გაიგზავნა 484 სტუდენტი, რაც 195 სტუდენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილი სტუდენტების რიცხოვნობა 2.4-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილ სტუდენტთა რაოდენობას.

უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 17.5 ათასი შეადგინა, რაც 19.7% მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 10.5 ათასი პროფესორმასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით მეტია. პროფესორ-მასწავლებელთა 56.4% ქალი, ხოლო 43.6%- კაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები