მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს მოკვლევების კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვქონდა - ირაკლი ლექვინაძე

კონკურენციის სააგენტო
24.05.24 23:48
268

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, სააგენტომ გასულ წელს მოკვლევების კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

მან სააგენტოს საქმიანობის 2023 წლის ანგარიში დღეს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე წარადგინა.

„სააგენტომ პარლამენტის კომიტეტის ფორმატში წარადგინა 2023 წლის ანგარიში. ვისაუბრეთ იმ ძირითად საკითხებზე, რაც აქტუალური იყო ჩვენი უწყების მუშაობის პროცესში ჩვენი მოქალაქეებისთვის და იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ჩვენგან ითხოვდნენ კონკურენციის თვალსაზრისით სამართლიან გადაწყვეტილებებს. გასულ წელს მოკვლევების კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვქონდა. ეხებოდა ფარმაციის, საწვავის და ონლაინ ბილეთების ბაზარს. დადგინდა შეთანხმებული ქმედების ფაქტები, რაც გავლენას ახდენდა ფასებთან დაკავშირებით და ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, დამრღვევი კომპანიები იქნა სანქცირებული. გარდა ამისა, 8 მოკვლევა გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით. გვქონდა სხვადასხვა სექტორის მონიტორინგები. მნიშვნელოვანი იყო ასევე მონიტორინგი იმ შედეგებზე, რომელიც ფარმაციის ბაზრის მონიტორინგის შედეგად ჩვენს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ეხებოდა. მინდა გითხრათ, რომ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი დანერგილია და გავლენა ბაზარზე არის ძალიან პოზიციური. ინფლაციის დაბალ პროცენტში მედიკამენტები არის ასევე ერთ-ერთი ფაქტორი. ჩვენი ანგარიში საპარლამენტო კომიტეტის მხრიდან დადებითად იქნა შეფასებული“,- თქვა ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები