მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გასულ წელს, რიგი სასტუმროებისთვის, ისრაელი 40-45%-ს იკავებდა" - Hotel Roshe Gudauri-ს მოლოდინები

Hotel Roshe Gudauri

ზამთრის მოახლოებასთან ერთად მთის კურორტები სეზონის გახსნისთვის ემზადებიან. როგორია მიმდინარე წლის მოლოდინები გუდაურში და რა დატვირთულობაა სასტუმროებში, ამის შესახებ Hotel Roshe Gudauri-ს მენეჯერი მაიკო მურაჩაშვილი BM.GE-სთან ინტერვიუში საუბრობს.

"იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში ჯავშნების რაოდენობამ მოიმატა, მოლოდინები ჯერ კიდევ არ გვაქვს სტაბილური, რადგან ყველაზე დიდი მოთამაშე - ისრაელი - აქტიურად ჯერ კიდევ არ ჩანაცვლებულა,", - თქვა მან.

კითხვაზე - რომელი ქვეყნის ტურისტები ჩაანაცვლებენ ისრაელის ბაზარს, სასტუმროს მენეჯერი პასუხობს:

"გასულ წელს რიგი სასტუმროებისთვის ისრაელი 40-45%-ს იკავებდა, შესაბამისად, მისი ჩანაცვლება ადვილი არ არის. ჯავშნები შემოგვდის ლიტვადან, ლატვიიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ნიგერიიდან და ამერიკიდანაც კი, ვიმედოვნებთ, რომ მაღალი სტანდარტების დაჭერით შევძლებთ სტუმრების მიღებას", - დასძინა მან.

ცნობისთვის: Hotel Roshe Gudauri 2021 წელს გაიხსნა და სასტუმროში 29 ნომერი, რესტორანი, სპა და აუზია განთავსებული. მიმდინარე წლის სეზონზე Roshe მომხმარებელს განახლებული რესტორნითა და ცხელი აუზით დახვდება. ამასთან, სასტუმრო თავის ბინადრებს გუდაურის საბაგირო გზამდე გადაადგილებას უფასოდ შესტავაზებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები