მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასულ წელთან შედარებით 15-20%-იანი მატება იყო - “საოჯახო მარანი - ოდა”

ქეთო ნინიძე

ტურიზმის თვალსაზრისით, გასულ წელთან შედარებით 15-20%-იანი მატება იყო, - ასე აფასებს ტურისტულ სეზონს სამეგრელოში მდებარე “საოჯახო მარანი - ოდა”-ს დამფუძნებელი, ქეთო ნინიძე BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“.

როგორც ნინიძე აღნიშნავს, სეზონი "ვიზიარის" მუშაობის ფონზე, რომელიც მათი ობიექტის ტურისტულ დატვირთვას უზრუნველყოფს, შედარებით სტაბილური იყო. თუმცა, ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია, რაც წელს გამოიკვეთა, ადგილობრივი ვიზიტორების მკვეთრი კლებაა.

“მარტვილის კანიონზე ადგილობრივი ტურისტების კლება შეინიშნება. ძირითადი დატვირთვა უცხოელ ვიზიტორებზე მოდის. მათ შორის, იმ ქვეყნებიდანაა გაზრდილი ტურისტული ნაკადები, რაზედაც დღესდღეობით კეთდება აქცენტი. ეს იქნება ინდური და ჩინური ნაკადების ზრდა, რომლებსაც მართალი რომ გითხრათ, ღვინო, სამზარეულო და აუთენტურობა არ აინტერესებთ. ისინი უფრო პრაქტიკულ ჭამა-სმაზე არიან ორიენტირებული”, - თქვა ნინიძემ.

მისივე განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ სამოგზაურო პლატფორმებზე მაღალი შეფასებებით გამოირჩევიან, ვიზიტორების ნაკლებობას არ უჩივიან.

რაც შეეხება ტურისტული ნაკადების გეოგრაფიას, ნინიძის შეფასებით, წლევანდელ სეზონზე დასავლეთ ევროპელი ტურისტების – განსაკუთრებით პოლონეთისა და გერმანიის მოქალაქეების აქტიურობა შეინიშნება. მისი თქმით, გაყიდვების მიმართულებით გაწეული აქტიური მუშაობა დადებითად აისახა როგორც ვიზიტორების რაოდენობაზე, ასევე მცირე, მაგრამ სტაბილურ კაპიტალის ზრდაზეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები