მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ თვეს თაღლითებმა $363 მილიონის კრიპტოაქტივები მოიპარეს

კრიპტო ჰაკერი

გასული ნოემბრის განმავლობაში ჰაკერებმა და თაღლითებმა უკანონო გზებით 363 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივები მოიპარეს, რაც მიმდინარე წლის რეკორდული მაჩვენებელია.

მოპარული აქტივების თითქმის 80% დეცენტრალიზებულ ბირჟებზე და დაჰაკულ პროექტებზე მოდის, შედარებით მცირე მოცულობა კი პირადი ანგარიშების გატეხაზე ნაწილდება.

ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევები გასულ თვეს Poloniex-სა და Heco Bridge-ზე დაფიქსირდა, მოპარული აქტივების მოცულობა კი საშუალოდ 120 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო.

საერთო ჯამში, 2023 წელს თაღლითებმა 1 მილიარდ 700 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივები მოიპარეს. შედარებისთვის, 2022 წლის თაღლითური გზებით მითვისებული აქტივების მოცულობა 3 მილიარდ 700 მილიონ დოლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები