მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ თვეში რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა, EU-დან - გაიზარდა - TOP-10 ქვეყანა

ფულადი გზავნილები

მაისში, საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 27.1%-ით 105.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.6% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მაისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან 120.7 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი ჩარიცხული მოცულობის 42.4%-ია. გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით კი ზრდა 6.8%-ია.

შემცირებულია რუსეთიდან გადმორიცხვები და წილიც მთლიან გადმორიცხვებში. პარალელურად, იზრდება აშშ-დან ფულადი გზავნილები.

გადმორიცხული თანხის მოცულობის მიხედვით TOP-10 ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:

  1. იტალია - $48.12 მლნ. ზრდა 7.75;
  2. რუსეთის ფედერაცია - $48.11. კლება 69.5%;
  3. აშშ - $47.2 მლნ. ზრდა 22.1%;
  4. საბერძნეთი - $22 მლნ. ზრდა 1.9%;
  5. გერმანია - $21.7 მლნ. ზრდა 7.7%;
  6. ისრაელი - $21.7 მლნ. ზრდა 20.3%;
  7. ყაზახეთი - $11.3 მლნ. კლება 43.3%;
  8. თურქეთი - $8.6 მლნ. კლება 41.8%;
  9. ესპანეთი - $5.6 მლნ. ზრდა 3.1%;
  10. ირლანდია - $5.3 მლნ. ზრდა 27.8%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები