მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს მსოფლიოში გაყიდული ახალი ავტომობილების 10% ელექტრომობილებზე მოდის

63c56b65edf7d
გიორგი არონია
17.01.23 11:46
606
გასულ წელს, ჩინეთსა და ევროპაში არსებული გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ელექტრომობილების გაყიდვებმა საგრძნობლად იმატა და ისტორიაში პირველად, 10%-იან ნიშნულს გადააჭარბა, - ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, გასულ წელს მსოფლიოში 7.8 მილიონი ახალი ელექტრომობილი გაიყიდა, რაც 68%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილები ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული ხდება, როგორც ტექნოლოგიურად, ასევე სახელმწიფოების მიერ დაწესებული შეღავათების გამო, მათი გამოყენების მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყნებში არათანაბარია. კვლევითი ორგანიზაციის, LMC Automotive-ის ინფორმაციით, ელექტრომობილებზე ევროპაში გაყიდული ავტომობილების 11% მოდის, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ელექტრომობილების წილი საკმაოდ მწირია.

ცხადია, ამას ვერ ვიტყვით ჩინეთზე, სადაც მალე, დადგება მომენტი, როცა ახალი მანქანების უმეტესობა პლაგ-ინ ჰიბრიდის ტიპის ელექტრომობილი იქნება. გასულ წელს, ელექტრომობილებმა ჩინეთში გაყიდული მანქანების 19% შეადგინა. „გასულ წელს, ჩინეთში გაყიდული ყველა ჩვენი ავტომობილიდან მეოთხე - პლაგ-ინ ჰიბრიდი იყო და წელს, ეს ყოველი მესამე მანქანა იქნება“, - განაცხადა Volkswagen-ის ჩინური ბაზრის ოპერაციების ხელმძღვანელი, რალფ ბრანდსტატერი. „გარდატეხის წერტილამდე ჯერ არ მივსულვართ, მაგრამ გვჯერა, რომ მას 2025-დან 2030 წლამდე შუალედში მივაღწევთ.

ევროპის უდიდესი ავტომწარმოებლის, გერმანული Volkswagen-ის გარდა ელექტრომობილების გაყიდვების მზარდ მაჩვენებელს აფიქსირებენ სხვა ავტომწარმოებლებიც - Ford-ის, Mercedes-Benz Group-ისა და BMW-ის შეფასებით, მათი გაყიდვები, გასულ წელს, გაორმაგდა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები