მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს რეკორდული მოცულობის გაზის ტრანზიტი განხორციელდა

63da54ec74c80
მარიამ ვარადაშვილი
02.02.23 12:57
1021
ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის მონაცემები გამოაქვეყნა. საქართველოში გაზის ტრანზიტი ორი გაზსადენით ხორციელდება - სამხრეთ-კავკასიური (SCP) და ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენებით (NSGP). სამხრეთ-კავკასიური მაგისტრალური გაზსადენით, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ხდება შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზის ტრანზიტი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით.

ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენით კი სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტი ხორციელდება.

გასულ წელს ორივე გაზსადენით ჯამურად თითქმის 22.4 მილიარდ კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი გაზის ტრანზიტი განხორციელდა, მაშინ როცა 2019 წელს ეს მაჩვენებელი 19 მილიარდი კუბური მეტრი იყო. წლიური ზრდა 17%-ს აღემატება. აღსანიშნავია, რომ 2021 წელთან შედარებით ბუნებრივი გაზის ტრანზიტი  გაზრდილია ორივე გაზსადენში.

საქართველოში სამხრეთ-კავკასიური მაგისტრალური გაზსადენით 19.7 მილიარდ კუბურ მეტზე მეტი მოცულობის ბუნებრივი გაზის ტრანზიტი განხორციელდა, რუსული გაზის მოცულობა კი თითქმის 2.6 მილიარდი კუბური მეტრი იყო.

რაც შეეხება შიდა წარმოებას, სასაქონლო გაზის მოპოვებამ [გასაყიდად გამზადებული მოპოვებული გაზი] გასულ წელს წარმოება 14 მლნ კუბურ მეტრამდე შემცირდა. 2021 წელს კი ჯამური წარმოება 16 მლნ კუბური მეტრი იყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ადგილობრივი გაზის მოპოვება ძალიან მცირეა (ჯამური წლიური მოხმარების 0,5%-ზე ნაკლები).

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს აზერბაიჯანმა ჯამში 22 მილიარდ კუბურ მეტზე მეტი მოცულობის გაზი გაიტანა ექსპორტზე, რაც წლიურად 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მათივე სტატისტიკით, ევროპაში გაზის ექსპორტი 11.4 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდეს. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წელს ქვეყანაში ჯამში 46.7 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი გაზი აწარმოეს. წლიურად ქვეყანამ გაზის წარმოება 6.5%-ით თითქმის 3 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდა.

2022 წლის ივნისში ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გაზის იმპორტის საკითხზე ხელმოწერილ მემორანდუმი ევროკავშირისთვის წლიურად სულ მცირე 20 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. ამ მოცულობის გაზის მიწოდება აზერბაიჯანმა 2027 წლამდე უნდა უზრუნველყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები