მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასულ წელს საქართველოში 50 537 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის Covid-19-ით 2 587 - საქსტატი

60dc652ef0d8c
ინგა მურუსიძე
30.06.21 22:50
550
2020 წელს საქართველოში 50 537 ადამიანი გარდაიცვალა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზებს შორის სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები ჭარბობს, რომელზეც გარდაცვლილთა 43.8% მოდის, სიმსივნეებზე - 16% და სასუნთქი სისტემის ავადმყოფობებზე - 7.9%.

2020 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო კლასიფიკატორის მეათე ვერსიას (ICD-10) დაემატა გარდაცვალების ახალი მიზეზი, „U07.1 - ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19), რომელიც ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია“. აღნიშნული მიზეზით, 2020 წელს საქართველოში 2 587 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყანაში გარდაცვალების შემთხვევების 5.1%-ს შეადგენს.

საქსტატის ინფორმაციაში წერია, რომ ასაკთან მიმართებაში იცვლება გარდაცვალების მიზეზები ძირითადი კლასების მიხედვით. 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში ჭარბობს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები.

5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებითა და სიმსივნეებით გარდაცვალების შემთხვევები ყველაზე მეტად გავრცელებულია 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები