მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს, Sony-მ რეკორდული საოპერაციო მოგება გამოიმუშავა

644cfd45ad6fd
გიორგი არონია
30.04.23 00:05
1409

2022 წელს იაპონურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Sony-მ რეკორდულად მაღალი საოპერაციო მოგება გამოიმუშავა, რაც, უმეტესწილად, კომპანიის მიერ წარმოებულ მიკროჩიპებსა და PlayStation 5-ზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა, - ამის შესახებ იაპონური კომპანიის 2022 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ვკითხულობთ. გასულ წელს, კომპანიამ 11.5 ტრილიონი იენის, ანუ $84.3 მილიარდის შემოსავალი და 1.21 ტრილიონი იენის, ანუ $8.8 მილიარდის საოპერაციო მოგება გამოიმუშავა, რაც კომპანიისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

2022 წლის კონსოლიდირებულ შედეგებთან ერთად, Sony-მ 2023 წლის 1-ლი კვარტლის ანგარიშიც გამოაქვეყნა, რომლიდანაც ვიგებთ, რომ ამ პერიოდში, Sony-მ 3.06 ტრილიონი იენის, ანუ $22.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35%-ით მეტია. ამასთან, ამავე პერიოდში, კომპანიამ 128.5 მილიარდი იენის, ანუ $943.9 მილიონის საოპერაციო მოგება მიიღო. ორთავე ზემოხსენებული პარამეტრით, კომპანიამ ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებლებზე უკეთესი შედეგი დააფიქსირა.

მომავალი ფისკალური წლისთვის, რომელიც 2024 წლის მარტში დაიხურება, Sony-ი შემოსავლის უცვლელ დონეზე, ანუ 11.5 ტრილიონ იენზე შენარჩუნებას ვარაუდობს, მაგრამ დასძენს, რომ საოპერაციო მოგება 3%-ით, 1.17 ტრილიონ იენამდე, ანუ $8.57 მილიარდამდე დაიკლებს.

როგორც Sony-ის გასული წლის ფინანსური ანგარიშგებიდან ვიგებთ, შემოსავლის დიდი ნაწილი იაპონური კონგლომერატის გასართობი მოწყობილობის, PlayStation 5-ის გაყიდვებზე მოდის. 2022 წელს, Sony-მ 19.1 მილიონი ერთეული PS5 გაყიდა, რაც პროგნოზირებულ მაჩვენებელს 1.1 მილიონით, გასულ ფისკალურ წელს გაყიდული კონსოლების რაოდენობას კი 7.6 მილიონი ერთეულით აღემატება. ჯამში, მიმდინარე წელს, Sony-ი PlayStation 5-ის 25 მილიონი ერთეულის გაყიდვას გეგმავს. კონსოლების მიმართულებით ზრდა მოულოდნელი არ არის, რადგან ის გლობალური მიწოდების ჯაჭვების აღდგენას უკავშირდება. საერთო ჯამში, ვიდეოთამაშებისა და გეიმინგის სექტორმა, გასულ წელს, Sony-ის 3.64 ტრილიონი იენი, ანუ $26.7 მილიარდი მოუტანა, რაც 33%-იან ზრდას ნიშნავს და სექტრორალურად, Sony-ის პორტფელში პირველ ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ Sony-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომლის აქციები საფონდო ბირჟაზე ივაჭერება. დღეის მდგომარეობით, Sony-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $110 მილიარდს აღემატება და ამ მაჩვენებლით, ის მსოფლიოში 125-ე ადგილს იკავებს.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები