მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Sony შემცირებებს აანონსებს - PlayStation-ის დეპარტამენტს 900-მდე თანამშრომელი დატოვებს

Sony PlayStation

იაპონური Sony თანამშრომელთა რიცხვის შემცირებას აანონსებს. ამ შემთხვევაში, საუბარია დეპარტამენტზე, რომელიც იაპონური კომპანიის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტის, PlayStation-ის წარმოებაზე არის პასუხისმგებელი, ხოლო თანამშრომელთა რაოდენობა, რომელიც კომპანიას დატოვებს, ამ დეპარტამენტის სამუშაო ძალის 8%-ს შეადგენს. Sony სრულად დახურავს PlayStation-ის ლონდონის სტუდიას, ხოლო დიდი საკადრო ცვლილებები სხვა სტუდიებშიც განხორციელდება.

თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებას კომპანიაში ბიზნესის ზრდისა და განვითარების აუცილებლობით ხსნიან, რაც გასაგებიცაა, რადგან ორი კვირის წინ, Sony-მ PlayStation 5-ის გაყიდვების საპროგნოზო მაჩვენებელი საგრძნობლად შეამცირა. თუ ადრე, იაპონური გიგანტი მიმდინარე ფისკალურ წელს 25 მილიონი ერთეულის გაყიდვას პროგნოზირებდა, მაგრამ ახლა, ეს რიცხვი 21 მილიონამდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები