მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წლებში ქართული დედა ფუტკარი ექსპორტზე 40 ქვეყანაში გადიოდა - მიხეილ სოხაძე

64390d7001c6a
მარიამ იზორია
14.04.23 12:36
1425
2023 წლის 1-ელი იანვრიდან მეფუტკრეთა რეგისტრაცია სავალდებულო გახდა. უფრო კონკრეტულად, რეგისტრაციის გარეშე ფუტკრის ოჯახების გადაადგილება, ყიდვა-გაყიდვა და პროდუქტის რეალიზაცია აიკრძალა.

FAO-ს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ სოხაძემ “საქმიანი დილას” ეთერში რეგისტრაციის პროცესის დინამიკა შეაფასა. მისი თქმით, დინამიკა ნამდვილად არ არის ცუდი, თუმცა მოლოდინები ჯერჯერობით პესიმისტურია, რადგან მეწარმესა და სახელმწიფოს შორის უნდობლობა არსებობს.

მიხეილ სოხაძემ აღნიშნა ისიც, რომ მეფუტკრეების რეგისტრაცია ექსპორტის ზრდასაც შეუწყობს ხელს. ამასთან, გარდა თაფლისა, ქვეყნიდან დედა ფუტკრის ექსპორტის შესაძლებლობაც გაიზრდება.

“რეგისტრაციის დინამიკა არ არის ცუდი, პესიმისტური განწყობაა, რადგან მეწარმეებსა და სახელმწიფოს შორის უნდობლობაა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ეს კანონი ძალაში პირველ იანვარს შევიდა, მაგრამ მეფუტკრეების გარკვეული ნაწილი პირველ იანვრამდეც დარეგისტრირდა.

მეფუტკრეების რეგისტრაცია ხელს შეუწყობს, როგორც ექსპორტის ზრდას, ასევე დედა ფუტკრის ექსპორტს. ინფორმაციისთვის: გასულ წლებში ქართული ფუტკრის დედა ექსპორტზე 40 სხვადასხვა ქვეყანაში გადიოდა”, - განმარტავს მიხეილ სოხაძე.

ცნობისთვის: ადგილობრივ ბაზარზე თაფლის დეფიციტის გამო საქართველოდან ევროკავშირში თაფლის ექსპორტი შეჩერდა. მაისამდე საქართველოდან ევროპაში თაფლი ვერ გაიგზავნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები